elmo video unfair mario ვინდოუსის გადაყენება ოლიმპიადა
  1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
You need to upgrade your Flash Player

ბეჭდვა ელფოსტა

ინფორმაცია სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქ.ნიკოლაევის ფესტივალში მონაწილეობის შესახებ



2009 წლის 20-24 ოქტომბერს სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით “...ზღვა, რომელიც შორია”, მონაწილეობას იღებდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. მწერალ გურამ ოდიშარიას პიესა “...ზღვა, რომელიც შორია”, დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დიმიტრი ჯაიანი, მერაბ ბრეკაშვილი, ლილი ხურითი, მერაბ ყოლბაია, ნუგზარ ჩიქოვანი. წარმოდგენა ეხება ყოველი ქართველისათვის უმნიშვნელოვანეს, ყველაზე მტკივნეულ, ე.წ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მის არა პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ, ადამიანურ მხარეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარი პრობლემა უკრაინელ მაყურებელსაც აღელვებს.

სპექტაკლის დღეს, 12 საათზე ჩატარდა პრეს-კონფერენცია თეატრმცოდნეებისა და ჟურნალისტებისათვის, რომელსაც თეატრის არა ერთი კრიტიკოსი, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი დაესწრო. რამდენიმე მათგანს ახსოვდა სოხუმის თეატრის წარმატებული გასტროლები ნიკოლაევში 1974 და 1976 წლებში.

თ.ჩხეიძის სპექტაკლმა უკვე პრეს-კონფერენციაზე გამოიწვია ცხოველი ინტერესი თავისი თემატიკით. უკრაინელები ამბობდნენ, რომ ისინიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენმა მასპინძლებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სოხუმის თეატრის ამჟამინდელი შემოქმედებითი ცხოვრების მიმართ. დაისვა შეკითხვები თეატრის შენობის, მისი ფინანსური მდგომარეობის, რეპერტუარისა და სხვა საკითხების გარშემო. ამ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს თეატრის მმართველმა დიმიტრი ჯაიანმა და სალიტერატურო ნაწილის გამგემ მანანა გეგეჭკორმა. პრეს-კონფერენციას უძღვებოდა ნიკოლაევის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლაი კრავჩენკო.

საღამოს, ნიკოლაევის რუსული დრამატული თეატრის მაყურებლით სავსე დარბაზს და ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლაი კრავჩენკომ, კ.გამსახურდიას სახელობის თეატრს მიესალმა საქართველოს კონსული ოდესაში, ზურაბ კვაჭაძე, ნიკოლაევის მერიის წარმომადგენელი. მასპინძელი თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა სტუმრებს რ.ლაღიძის “თბილისო” უმღერეს ქართულად. ასეთი ამაღლებული განწყობილებით დაიწყო სპექტაკლე, რომელიც მაყურებელმა აღფრთოვანებით მიიღო. ძალზე ზუსტი რეაქციები იყო როგორც სპექტაკლის მსვლელობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ, როდესაც მსახიობებს ტაშით სცენიდან არ უშვებდნენ. წარმოდგენის შემდეგ გაიმართა შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ოდესაში, ნიკოლაევის მერიის მაღალჩინოსნები, რუსული თეატრის მსახიობები. ისინი ძალზე აღელვებულნი იყვნენ. ყოველმა მათგანმა შეფასება მისცა სპექტაკლს და ისურვა შემოქმედებითი ურთიერთობის გაგრძელება სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის თეატრთან. თანამშრომლობის გარკვეული სამომავლო გეგმებიც დაისახა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის დიდი სითბო და ყურადღება, რომელსაც სოხუმელები მასპინძლისგან ყოველწუთიერად გრძნობდნენ. ამისათვის უდიდესი მადლობა მათ. სოხუმის თეატრის დიდი წარმატება ნიკოლაევში უდაო იყო. იმედია, ეს სასიამოვნო შემოქმედებითი და ადამიანური ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

 


თეატრის სალიტერატურო
ნაწილის გამგე მ. გეგეჭკორი

Share

< სექტემბერი 2010 >
MO TU WE TH FR SA SU
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

biletebi

maska

abkhazet