elmo video unfair mario ვინდოუსის გადაყენება ოლიმპიადა
  1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
You need to upgrade your Flash Player

ფოტო გალერეა

PDF ბეჭდვა ელფოსტა

მილიონრები

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით

სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე

ქორეოგრაფი - ეკა არჩაია

რეჟისორის თანაშემწე - ლეილა მურღულია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი

ჯენარო - ბადრი ბეგალიშვილი

ამალია - მარინა სოლომონია

ამადეო - პაატა ვახტანგიშვილი

მარია - ვერიკო კალანდია

პეპე - ნიკა წერედიანი

ფედერიკო - დათო ბერაძე

მღვდელი - ბესო ქარჩავა

ადელაიდა - ჯულიეტა პაკელიანი

ასუნტა - ლონდა კაცია

პეპენელა - ლიანა მიქაშავიძე

ტერეზა - ნინო შავგულიძე

მარგარიტა - სანათა ძაძამია

უბნის ინსპექტორი - ნუგზარ წერედიანი

ჩაპა, საგადასახადოს უფროსი - იუკა ვასაძე

სტუმარი - ედემ ხვიჩია

ლუჩია - ლელა შარაბიძე

უცნობი ჭირისუფალი - იზოლდა ბოკუჩავა

რეჟისორის კომენტარი 

არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს. განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს. ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს.დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო” - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს. სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამე

ლაშა ბუღაძე „ ნავიგატორი“

სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძე

რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ

ნავიგატორი - ლილი ხურითი

როსტომი - ბადრი ბეგალიშვილი

ჯაყელი - გიორგი გასვიანი

კლარა - ნანა ხურითი

დირექტორი, ბატონი ოთარი - ედემ ხვიჩია

დეპრტამენტის უფროსი - ემზარი - ნიკოლოზ წერედიანი

აკრბა - დავით ბერაძე

როსტომის მამა - ბესარიონ ქარჩავა

ნათელა, სასადილოს გამგე - იზოლდა ბოკუჩავა

ლაშა ბუღაძის პიესა „ ნავიგატორი „ 2011 წლის BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გამარჯვებულია. ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა. ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან: • "ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა". • "პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი". პიესამ მიიღო „საბა“ 2012 წელს. “ ნავიგატორი“ - ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს. თუმცა, ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის... სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს. თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს ცდება და იქამდე მიდის, რომ მათ შორის გრძნობა ჩნდება... რეჟისორის კომენტარი : ამ სპექტაკლით, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, პირველად წარვსდგები მაყურებლის წინაშე. ამიტომ ორმაგად ვნერვიულობ. ძალიან მინდა,რომ მოხვიდეთ და დაესწროთ!!! თქვენი მოსვლით მხარს დაუჭერთ ჩემ საყვარელ თეატრს და დარწმუნებული ვარ ისიამოვნებთ სპექტაკლით.

" სხვა საქართველო სად არი ?!"

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მერაბ ყოლბაია

დამდგმელი მხატვარი თეო კუხიანიძე

მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქია

ვოკალი ვეზდენ ოკუჯავა

სასცენო მოძრაობა ირაკლი ბიბილური

რეჟისორის თანაშემწეები ლეილა მურღულია, სვეტლანა გოგოხია.

მონაწილეობენ:

მერაბ ყოლბაია, პაატა ვახტანგიშვილი, რამაზ ხომასურიძე, ნინო შავგულიძე, მარიამ ყოლბაია. ~

ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ერთად მოვუყაროთ თავი გამოჩენილ პოეტთა იმ ლექსებს, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ქალ-ვაჟთა ტრფიალს , თავისუფლებისადმი სწრაფვას და საქართველოს ორი ძირძველი კუთხის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქვეყნიდან მოწყვეტის უდიდეს ტრაგედიას შეეხება. ინსცენირებაში ჩართულია აფხაზ პოეტთა ლექსებიც.

                           ირმის უკანასკნელი ბღავილი

 

 

 

 

 

 

 

 

                           ემიგრაცია N

 

 

 

 

 

 

 

 

 

                           მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები

 


                                          პრემიერა

 

 

 

 

 


                                          ჭკუისა მჭირს

 


 


 

 

 

 


 

 

                           კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი

                           კინკასის უცნაური გარდაცვალება

 

 

Share

< ოქტომბერი 2010 >
MO TU WE TH FR SA SU
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

biletebi

maska

abkhazet